ბიჭი აენთო შმაგივით,
თვალები დააბრიალა,
წამოჯდა მარჯვედ, სალამურს
ჩაჰბერა, ჩააწკრიალა,
ჩააკაკანა ხმა ტკბილად,
სევდის ხმით შეაზრიალა,
შავ-თვალას გული მოუკლა,
გონება გაუტიალა.