აკაკის მრავლისმეტყველი შენიშვნა…
„ყოველ ქვეყანაში, ყოველ ხალხისგან გარდა ველურისა მიღებულია, რომ თავიანთ გამოჩენილ შვილების 25 წლის მოღვაწეობა იდღესასწაულონ ხოლმე. ამ დღესასწაულს ეძახიან „იუბილეის”. ჩვენ, ქართველები არ მივდევთ ამ ჩვეულებას, ალბათ იმიტომ, რომ 25 წელიწადი არ მიგვაჩნია საკმარისად და მეტსა ვთხოულობთ. კეთილი და პატიოსანი!.. მაგრამ დღეს გამოდის, რომ 50-იც თურმე არ კმარა და ასე უნდა იყოს! ცხადია, რომ ეს დროის გაჭიანურება, ნამეტანი სურვილითა და უზომო სიყვარულით მოგვდის: ისე გვიყვარს ჩვენ, ჩვენი მოღვაწეები, რომ სასიკვდილოდ არ გვემეტებიან, სულგრძელობით მოველით და ვუცდით საუკუნის შესრულებას და ის ანდაზა კი გვავიწყდება, რომ „ჩვენს სულგრძელობას დღეგრძელობაც ეჭირვებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)