ინდიელი ხალხის ერთი უცნაური ადათის შესახებ…
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიებზე მობინადრე – ასინიბოინების, დაკოტების, ომახებისა და ბვოი-ნუგების ინდიელ ხალხში იმთავითვე მკვიდრად ჰქონდა ფესვი გადმული უამრავ უცნაურ ადათსა და ტრადიციას. (ავტორი გენია.ჯი) ამ ინდიელი ხალხების ერთ-ერთი უჩვეულო ადათი სიძისა და ცოლოურის ურთიერთობასაც მოიცავს. ასე, მაგალითად: ცოლისა და ქმრის ნათესავები ვალდებული იყვნენ ერთმანეთს მორიდებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კარავში შევიდოდა, სადაც მისი სიძე იმყოფებოდა, ამ უკანასკნელს უთუოდ უნდა დაეფარა სახე მანამ, სანამ სიმამრი იქ იმყოფებოდა. როდესაც ახალგაზრდა კაცი ცოლის მშობლებთან ცხოვრობდა, ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, ჩასიძებული იყო, მისთვის ოჯახის საცხოვრებელ დიდ კარავში სპეციალურად აწყობდნენ პატარა კარავს ან ჭილობებითა და ტყავებით გამოჰყოფდნენ მცირე სათავსოს, სადაც განცალკევებით უნდა გაეთია ღამე სიძეს მეუღლესთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) დღისით ცოლი ნამდვილი შუამავალი იყო ქმარსა და მისი ოჯახის სხვა წევრებს შორის. თუ კარავში სიმამრი ან სიდედრი, ან კიდევ, ცოლის რომელიმე ნათესავი იმყოფებოდა, სიძეს უფლება არ გააჩნდა მისთვის გამოყოფილი სათავსო დაეტოვებინა და მათ ჩვენებოდა. ამიტომ საჭმელს მას მეუღლე სპეციალურად გაკეთებულ სათავსოშივე აწვდიდა. როდესაც სიძე ამ უჩვეულო ადგილის დატოვებას გადაწყვეტდა, იგი თავის გადაწყვეტილებას ცოლს ანიშნებდა, რომელიც თავის მხრივ, უმალვე აფრთხილებდა თავის მშობლებს, რათა მათ თავზე საბნები წაეფარებინათ. იგივე მეორდებოდა სიძის უკან დაბრუნების ჟამსაც.
ასეთი უცნაური ადათი ინდიელი ხალხის სხვადასხვა ტომებში განსაზღვრავდა მამაკაცის ყოფაქცევის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს არა მარტო თავისი ცოლის მშობლების მიმართ, არამედ მისი ნათესავების მიმართაც. ნიშანდობლივია ისიც, რომ სიძეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოეთქვა სიმამრის სახელი; ასინიბოინების, დაკოტების, ბვოი-ნუგებისა და ომახების ტომის ინდიელებში სიმამრის სახელის წარმოთქმა არა მხოლოდ დიდ დანაშაულად მიიჩნეოდა, არამედ ცოლოურის უპატივცემულობადაც იყო მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)