ჩინეთის დიდი კედელი – „ეპიზოდი”
ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი არქიტექტურული ძეგლის – „ჩინეთის დიდი კედლის” დაცვასა და მის მოვლა-პატრონობაზე, ჩინეთის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში უარი იმპერატორთა მხოლოდ და მხოლოდ ორმა დინასტიამ თქვა. (ავტორი გენია.ჯი) ესენი იყვნენ იანის მონღოლთა დინასტიისა და მანჯურიელი ცინების დინასტიის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ სხვადასხვა პერიოდებში ამ სამხედრო დანიშნულების მქონე უზარმაზარი ობიექტის გარნიზონი კომპლექტებოდა მხოლოდ ციხეებიდან შეწყალების შედეგად ახლად განთავისუფლებული პატიმრებისგან. ტანის დინასტიის მმართველობის ეპოქაში ჩინეთის საზღვრის დაცვის უმთავრეს ბურჯზე სამსახურს გადიოდნენ მანდილოსნებიც. მათი დანიშნულება მდგომარეობდა – განგაშის სიგნალის მიცემაში. მოტივი იმისა, რომ ჩინეთის დიდი კედლის კოშკებიდან განგაშს ქალები სტეხდნენ, შემდეგში მდგომარეობდა: ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ მანდილოსნები მამაკაცებთან შედარებით ბევრად უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იყვნენ. გარდა ამისა, ისინი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითაც იყვნენ გამორჩეულნი… იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც ჩინეთის დიდი კედლის გარნიზონის ჯარისკაცები მასიურად ტოვებდნენ დისლოკაციის ადგილს ადგილზე შექმნილი უკიდურესი გაჭირვების გამო. იმისათვის, რომ ჯარისკაცთა გაქცევები აღეკვეთილიყო, ხელისუფლების ბრძანებით სამაგალითოდ ისჯებოდნენ დეზერტირები. მათ ჰკვეთდნენ ცალ ფეხს, რათა სხვა დროს აღარ შესძლებოდათ პოსტის თვითნებურად მიტოვება. – (ავტორი გენია.ჯი)