ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ გამოჩენილი რუსი ლიტერატორის - ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰობს აზარტული თამაშები წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, ნეკრასოვი ძალიან ხშირად და პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ბანქოს. 1854 წელს იგი მეორე რუს ლიტერატორთან – ივანე პანაევთან ერთად ერთ-ერთ ინგლისურ სათამაშო კლუბშიც კი გაწევრიანდა. ბანქოს თამაშის დროს ნეკრასოვი არასოდეს კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე. ინარჩუნებდა სიმშვიდეს და იცოდა მთავარი: დრო, როდის უნდა შეეწყვიტა თამაში. საკუთარი თავისა და ემოციების ფლობის ამ იშვიათი თვისების შედეგად ნეკრასოვი სოლიდურ თანხებს იგებდა, რის დიდ ნაწილსაც შემდგომ პირადი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ხარჯავდა. გარდა ამისა, ფინანსურად ეხმარებოდა როგორც თავის მშობლებს, ასევე ნათესავებსა და თანამშრომლებს.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ნიკოლოზის აზარტული თამაშებისადმი გატაცება არ იწვევდა გაკვირვებასა და გაღიზიანებას მწერლის მამაში – ალექსანდრეში. ის კი არა და, პირიქით, ალექსანდრე იმას ამტკიცებდა, რომ მის ვაჟს გენში ჰქონდა აზარტული თამაშებისადმი სიყვარული. ერთ-ერთი საუბრისას ლიტერატორის მშობელმა აღიარა, რომ ნიკოლოზის დიდი ბაბუის მდიდარ ბაბუას – ბანქოში 7 000 სული ყმა ჰყავდა წანაგები; გარდა ამისა, ბანქოს თამაში უყვარდა მწერლის დიდ ბაბუასაც, რომელმაც ერთ დღეს 2 000 ყმა წაუგია; აღნიშნულმა გარემოებებმა ნეკრასოვების ფინანსურად შეძლებული ოჯახი სრულ გაყვლეფამდე მიიყვანა. ერთადერთი მამაკაცი ნეკრასოვების საგვარეულოს ზემოაღნიშნულ შტოში, რომელსაც არანაირი ინტერესი არ გააჩნდა აზარტული თამაშების მიმართ და არც თამაშობდა, ნიკოლოზ ნეკრასოვის ოფიცერი მამა – ალექსანდრე ნეკრასოვი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ნეკრასოვი