იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ამბობდა…
„ჩანს, ღმერთს იმ შექმნათა ცნობილი ექვსი დღის შემდეგ სულაც არ აუღია ხელი თავის საქმიანობაზე. პირიქით, ისევე დაუცხრომელია, როგორც შექმნათა პირველ დღეს იყო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აშკარად ჩანს, რომ ყოველ ასაკს აქვს თავისი უპირატესობანი და ნაკლოვანებანი წინა და მომდევნო ასაკთან შედარებით. ორმოცი წლისა ბევრ რამეში ისევე სრულყოფილი და ნათელი ვიყავი, როგორც დღეს, ხოლო გარკვეული აზრით უკეთესიც. მაგრამ დღეს ოთხმოცი წლისას მაქვს უპირატესობანი, რომელთაც არ გავცვლიდი მაშინდელზე”.
* * *
„რა არ თქვეს ფილოსოფოსებმა უკვდავებაზე! რა არ იფილოსოფოსეს! მერე, რას მივაღწიეთ?”
* * *
„ბევრი ჯაფა და გარჯა მახსოვს ამ ჩემს ნახევარ საუკუნეში, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ საქმეებში, რომლებიც ბუნებამ აღსასრულებლად დამაკისრა, არ მცოდნია დასვენება, არც ვადა, არც გამინებივრებია თავი, სულ ვისწრაფვოდი, ვიკვლევდი, ვწერდი, ვაკეთებდი, რამდენიც შემეძლო და როგორც შემეძლო. ყველას რომ შეეძლოს იგივე თქვას, ჩვენი ერის საქმე უკეთ შემოტრიალდებოდა”.
* * *
„ძალიან კარგად ვიცი, ბევრისთვის თვალში ეკალი ვარ და სიამოვნებით მომიშორებდნენ თავიდან, რომ შეეძლოთ, და თუ ნიჭზე ლაყბობა ზოგჯერ უჭირთ, ჩემს ხასიათზე მოაქვთ იერიში. ხან ქედმაღალი ხარო, ხან ეგოსიტიო, ხან შურით შესცქერი ნიჭიერ ახალგაზრდებსო, ხან ქრისტიანი არა ხარო, ხანაც ბრალს მდებენ, სამშობლო არ გიყვარს და საყვარელი გერმანელები გძულსო!”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი პიროვნება რომ ცნო, აღიარო და საკადრისი პატივი სცე, საამისოდ თვითონაც რამეს უნდა წარმოადგენდე”.
* * *
„მე მძაგს ყოველგვარი სიყალბე, მეტადრე სიყალბე და ზერელობა სახელმწიფო საქმეებში, სადაც მოუწესრიგებელი საქმეებისაგან ათასებსა და მილიონებს მხოლოდ უბედურება მოელით”.
* * *
„არსებითად ჩვენ ყველანი კოლექტიური არსებები ვართ, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ, რა წარმოდგენებიც არ უნდა გვქონდეს. მართლაც, აბა რას წარმოვადგენთ იმისთანას, და რა გაგვაჩნია ისეთი, რომ სავსებით მარტო ჩვენს საკუთრებად მივითვალოთ!”
* * *
„ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვისწავლოთ როგორც მათგან, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა, ასევე მათგან, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს”.
* * *
„მთავარი საქმეა გქონდეს ნებისყოფა, უნარი და საკმაო დაჟინება, რომ განზრახული მოაწესრიგო, აღასრულო. ყველაფერი დანარჩენი სულერთია”. – (ავტორი გენია.ჯი)