არტურ უილსონი – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში ერთი ფრიად უცნაური და ორიგინალური ტრადიცია იქნა დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ესა თუ ის ბრიტანული წყალქვეშა ნავი წარმატებით დაასრულებდა სამხედრო ოპერაციას და ზღვის ფსკერზე გაუშვებდა მოწინააღმდეგის ხომალდს, ან ხომალდებს, „ნისლიანი ალბიონის” ფლოტის შემადგენლობაში შემავალი გამარჯვებული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი სუბმარინაზე, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ბრიტანული სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალური დროშის ნაცვლად, „მხიარულ როჯერად” წოდებულ მეკობრეების დროშას აღმართავდა ხოლმე გამარჯვების ნიშნად. ცნობილია, რომ ბრიტანულ ფლოტში დამკვიდრებულ ამ უცნაურ ტრადიციას სათავე გაერთიანებული სამეფოს ფლოტის ადმირალმა – სერ არტურ უილსონმა (1842-1921 წლები) ჩაუყარა. ძველი ინგლისელი მეზღვაური, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანულ ფლოტს, წყალქვეშა ნავების მიერ წყლის სიღრმეებიდან ფარულად წარმოებულ ბრძოლებს არ მიიჩნევდა ღირსეულ მანევრად, რადგან მისი აზრით, ეს არ იყო ჯელტმენური საქციელი. თუმცა, შექმნილი სიტუაცია ადმირალს ავალდებულებდა, რომ მისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ, სუბმარინები მაინც აქტიურად გამოეყენებინა საომარი მოქმედებების დროს. – (ავტორი გენია.ჯი)