პეტრე I – „ეპიზოდი”
ადგილმდებარეობა, რომელზედაც რუსეთის იმპერატორმა - პეტრე I დიდმა (1672-1725 წლები) ახალი ქალაქის – სანქტ-პეტერბურგის აშენება გადაწყვიტა, იმთავითვე გახდა საზოგადოებაში ფართო განსჯისა და დისკუსიის საგანი. (ავტორი გენია.ჯი) არქიტექტორები და გეოლოგები ახალგაზრდა იმპერატორის გადაწყვეტილებას სერიოზულ შეცდომად მიიჩნევდნენ. პეტრეს შეცდომა მით უფრო თვალნათელი ჩანდა, თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ იქვე მახლობლად გორაკებიანი ადგილი იყო განთავსებული, რომელსაც მოსახლეობის დაცვა ძალუძდა მუდმივი წყალდიდობებისაგან. იმ ტერიტორიისთვის კი, სადაც „პეტრეს ქალაქი” უნდა გაშენებულიყო, ხშირი წყალდიდობები ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სპეციალისტები იმპერატორს ურჩევდნენ, ქალაქი ზემოაღნიშნულ გორაკზე გაეშენებინა, ხოლო დაბლობზე კი მხოლოდ და მხოლოდ ნავსადგური დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უამრავი შეგონებისა, რაც ძალიან აღიზიანებდა რეფორმატორ იმპერატორს, პეტრე მაინც ჯიუტად იდგა თავის აზრზე და წინ მიიწევდა. იგი ხშირად სტუმრობდა ნევის სანაპიროებსა და მის დელტაში წარმოქმნილ უამრავ კუნძულს. ტერიტორიას, რომელზედაც უნდა გაშენებულიყო ახალი ქალაქი. ყოველ ჯერზე მონარქი გულდასმით ათვალიერებდა და სწავლობდა მას. ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, იმპერატორსა და მის ამალას ერთი ბებერი მეზღვაური შემოხვდათ გზაზე. გამოცდილმა მეზღვაურმა პეტრეს აუხსნა, რომ ადგილმა, სადაც ქალაქი უნდა აშენებულიყო, ყოველ სამოცდაათ წელიწადში ერთხელ დამღუპველი წყალდიდობა იცოდა. იმისათვის, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა, ბებერმა მეზღვაურმა იმპერატორს უჩვენა ხე, რომელსაც არაერთი ნაკვალევი ამჩნდა დიდი წყალდიდობისა. გაჯიუტებულ პეტრე პირველს თავისი აზრი ბებერი მეზღვაურის მართალმა სიტყვებმაც ვერ შეაცვლევინა. თუმცა-კი, იმისათვის, რომ სამარადჟამოდ წაშლილიყო მოგონებები წყალდიდობაზე, გასცა ბრძანება, მოეჭრათ ის ხე, რომელიც ბებერმა მეზღვაურმა უჩვენა…. – (ავტორი გენია.ჯი)