ინდიელები – „ეპიზოდი”
ამერიკის წითელკანიან აბორიგენ მოსახლეობაში – ინდიელებში, ისევე, როგორც რიგ სხვა ხალხებში, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ფართოდ იყო გავრცელებული „სისხლის აღების” უმძიმესი წესი. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა მტკიცებით, ამ წესს ინდიელთა ტომების უმრავლესობა მისდევდა. თუმცა, ინდიელებში დამკვიდრებული სისხლის აღების წესი კარდინალურად განსხვავდებოდა სხვა ხალხებში გავრცელებული ანალოგიური წესისაგან. ინდიელს, რომელსაც ნათესავი მოუკლეს, კანონად ჰქონდა მიჩნეული და კანონი ავალდებულებდა, შური ეძია არა მხოლოდ მკვლელზე, არამედ მკვლელის ოჯახისა და მისი საგვარეულოს წევრ ნებისმიერ მამაკაცზეც კი. ინდიელებში დამკვიდრებულ ამ უსამართლო წესს საუკუნეების განმავლობაში ბევრი ისეთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული მკვლელობაში. და უფრო მეტიც, მათ საერთოდ არაფერი უწყოდნენ მომხდარი მკვლელობის შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)