მარსი – „ეპიზოდი”

„წითელ პლანეტად” წოდებული მზის სისტემის სიდიდით მეშვიდე პლანეტის - მარსის არსებობის შესახებ ინფორმაცია კაცთა მოდგმამ ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო. ძველმა ეგვიპტელებმა მას – „წითელი მთები” შეარქვეს, ბაბილონელებში ცნობილი იყო, როგორც „სიკვდილის ვარსკვლავი”, ებრაელები კი მოიხსენიებდნენ, როგორც – „ის, ვინც წითლდება”… (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის მიზეზი იყო ძველ რომაული ღმერთის – მარსის სახელის მატარებელი პლანეტის სისხლისფერი შეფერილობა. წითელ პლანეტაზე, სადაც ქარის სიჩქარე ხშირად 200 კილომეტრ-საათსაც კი აჭარბებს, იმდენად გაიშვიათებულია ატმოსფერო, რომ წარმოუდგენელია მასზე წყალი თხევად მდგომარეობაში აღმოაჩინო. სამაგიეროდ, შესაძლებელია მისი ყინულის სახით ხილვა. სწორედ ამ ფაქტმა მისცა მეცნიერებს საშუალება დაესკვნათ, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე არსებობდა. დღეს კი, იმ გაიშვიათებულ ატმოსფეროში, რომელიც მას არტყია გარს, ოზონის ფენა (სტრატოსფეროს ნაწილი, რომელშიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე მიმდინარეობს ჟანგბადის იონიზაცია) საერთოდ არ არსებობს. შედეგად, სპეციალური სკაფანდრის გარეშე იქ ადამიანი მომენტალურად დაიღუპებოდა. გარდა ამისა, წითელი პლანეტისათვის დამახასიათებელია ძლიერი რადიაციული ფონიც, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი საფრთხის მატარებელია ადამიანისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>