მაქსიმ გორკი – „ეპიზოდი”
ღარიბი რუსი დურგლის – მაქსიმ პეშკოვის ვაჟი – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები), რომელმაც შემდგომში სახელი გაითქვა, როგორც გამოჩენილმა მწერალმა, სამი წლის ასაკში ქოლერის საშინელი ინფექციური დაავადებით დასნეულდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა, პატარა მაქსიმს მშობლები თავს ევლებოდნენ და შეძლებისდაგვარად, არაფერს აკლებდნენ. ქოლერით დასნეულებული ვაჟის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას მაინც მაქსიმი იჩენდა, რომლის უდიდესი ძალისხმევის შედეგადაც გადაურჩა უცილობელ სიკვდილს მომავალი ლიტერატორი. პეშკოვების ოჯახში ბავშვის გადარჩენის სიხარული სულ მალე მწერლის მამის ქოლერით დაავადებამ გააფერმკრთალა. მამამ კი განკურნა შვილი, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად დაავადდა მისგან. პეშკოვების ღარიბ ოჯახს, რომელმაც შვილის გადასარჩენად უკანასკნელი კაპიკიც კი გაიღო, აღარ დარჩა საშუალება მაქსიმისათვის სათანადოდ ემკურნალა. შედეგად, სულ რაღაც 31 წლის ასაკში მყოფი მაქსიმ პეშკოვი გარდაიცვალა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქმრის სიკვდილში პატარა მაქსიმს ბრალი დასდო საკუთარმა დედამ. და კიდევ უფრო საყურადრებოა ის, რომ ვარვარა კაშირინას (მწერლის დედას) არასოდეს უპატიებია ეს „დანაშაული” თავისი ვაჟისთვის. თუმცა-კი, თვითონაც მალე, ხუთ წელიწადში გარდაიცვალა ქმრის გარდაცვალებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)