ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერლის, პროზაიკოსისა და დრამატურგის – ანტონ ჩეხოვის (1860-1904 წლები) ერთ-ერთ თვისებას განსაკუთრებული მოკრძალებულობა წარმოადგენდა. იგი არასოდეს საუბრობდა ვინმესთან თავისი თავისა და პირადი ცხოვრების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ლიტერატორი, თუ ვინმე მისი ბიოგრაფიით დაინტერესდებოდა, ძალიან მშრალ ფაქტებს აწვდიდა პირადი ცხოვრებიდან და ისიც ისეთ ფაქტებს, რომლებშიაც კურიოზული შემთხვევები სჭარბობდა. ამ მორიდებულ კაცს დისკომფორტს უქმნიდა მის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული დადებითი ტენდენციების მქონე სტატიებიც კი. ჩეხოვი თავისი მოკრძალებული ბუნების გამო ხშირად ხუმრობდა – „ავტობიოგრაფიაფობია მჭირსო”. „ერთადერთი და შეურყეველი ღვთაება ნებისმიერი ბავშვისათვის – ტკბილეულია. ხოლო ყველაზე რთული დაბრკოლება კი მათთვის იმ გზის გავლაა, სადაც დედა ტკბილეულს ინახავსო”, – წერდა დიდი მწერალი, რომელსაც მეგობრები და ახლობლები დიდი ხნის განმავლობაში ვერ უგებდნენ იმას, თუ, რატომ ეწეოდა ესოდენ სახელგანთქმული ლიტერატორი ყველასათვის უცნობი და დილეტანტი ავტორების მიერ დაწერილი ამა თუ იმ ნაწარმოების რედაქტირებას. ის, რაც ანტონის მეგობრებს აკვირვებდა, დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა თავად ჩეხოვს. იგი რედაქტირებას უწევდა და ასწორებდა წინადადებებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ ქმნილებებში. ის კი არა და, ჩეხოვმა მეგობრებს სთხოვა, რაც შეიძლება ხშირად მიეწერათ მისთვის წერილები, რათა შემდგომ „გაესალაშინებინა” ისინი ორთოგრაფიულად. ანტონ ჩეხოვი თავის მიდრეკილებას სხვათა ნაწარმოებების რედაქტირების შესახებ – „გონების გიმნასტიკას” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)