დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, ნატურალისტისა და მოგზაურის – ჯერალდ დარელის ლიტერატურულ ქმნილებაში, სახელწოდებით – „მთვრალ ტყეში”, მთავარმა მოქმედმა გმირმა (თავად ავტორმა), რომელიც წიგნის სიუჟეტის მიხედვით უცხოეთში იმყოფებოდა, ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს, წარმომავლობით ინგლისელს (თანამემამულეს), სახელად – ჯეკის, შემდეგი სიტყვით მიმართა – „ჩვენში ნაციონალური თამაშია ფეხბურთი, ამათთან – რევოლუციაო”. და მართლაც, იმ ერთ-ერთი ლათინოამერიკული ქვეყნის შესახებ, სადაც განსაკუთრებით ხშირი იყო რევოლუციები, ამბობდნენ – „საოცარია, როგორ იმახსოვრებს ეს ხალხი ვინ დგას სახელმწიფოს სათავეში, ასე ხშირად რომ ამხობენ და ცვლიან ხელისუფლებასო”. დაასახელეთ, რომელი ლათინოამერიკული ქვეყანა ჰყავდა მხედველობაში ჯერალდ დარელს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: პარაგვაი