სიუს ინდიელი ხალხი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რეზერვაციაში მყოფ – სიუს ინდიელ ხალხს, სხვა აუცილებელ პროდუქტებთან ერთად, მწვანე მარცვლოვან ყავასაც აწვდიდა, მაგრამ წითელკანიან ინდილეთაგან არავინ იცოდა, რომ ჯერ მარცვლები უნდა მოეხალათ და შემდეგ დაეფქვათ, ვიდრე მას საჭიროემისამებრ გამოიყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ინდიელებს ყავა კი ჰქონდათ, თუმცა არ იცოდნენ მისი დამზადებისა და გამოყენების წესები. იმისათვის, რომ ამერიკის აბორიგენი მოსახლეები ამ საკითხში კარგად გარკვეულიყვნენ, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ.
სიუს ინდიელ ხალხს, რაღა თქმა უნდა, ყავის საფქვავები არ გააჩნდათ. ამიტომ ისინი ყავის მარცვლებს კი არ ფქვავდნენ, არამედ ნაყავდნენ ერთობ პრიმიტიული ხერხით: ირმის ტყავის პარკუჭს ავსებდნენ ყავის მარცვლებით და ქვაზე ფხვნიდნენ ქვის ჩაქუჩით. გარდა თხევადი სახით დალევისა, ინდიელები ყავას ჭამდნენ კიდევაც. თუმცა ეს უფრო ადრეულ პერიოდებში. რადგანაც სიუს ინდიელებში ყავის შესატყვისი სიტყვა არ მოიძებნებოდა, მას თავისი სიშავისა და მწარე გემოს გამოისობით – „პეჟუტა საპა” უწოდეს, რაც თარგმანით – „შავ წამალს” აღნიშნავს. იმისათვის, რომ ყავა უფრო „გემრიელი” ყოფილიყო, მასში ინდიელები შაქრის ნაცვლად პიმპილს ყრიდნენ, რაც თავის მხრივ, მის დალევას ძალიან რთულს ხდიდა. – (ავტორი გენია.ჯი)