ალექსანდერ გრეიამ ბელი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში მაცხოვრებელმა გენიალურმა შოტლანდიელმა გამომგონებელმა და სწავლულმა - ალექსანდერ გრეიამ ბელმა (1847-1922 წლები), მის მიერ გამოგონებულ ტელეფონზე პატენტი პირველად 1876 წლის 7 მარტს აიღო. (ავტორი გენია.ჯი) ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან ორ წელიწადში კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში გამოცემული იქნა პირველი „ტელეფონის წიგნი” (შედგებოდა ერთადერთი ფურცლისაგან), რომელშიაც მხოლოდ და მხოლოდ 50 აბონენტის სატელეფონო მონაცემები იყო მითითებული. მიუხედავად კუს ნაბიჯით მავალი პროგრესისა, რამდენიმე ხანში ტელეფონი მაინც გაიცნო მსოფლიომ. იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ტელეფონის ჯიხურები იქნა განთავსებული, პირველ „ტელეფონის წიგნებში” ნიუ-ჰეივენის მსგავსად, 50 აბონენტის სატელეფონო მონაცემები იყო ასახული და ერთი ფურცლისაგან შედგებოდა.
1922 წლის 4 აგვისტოს ახალი ზელანდიის პროვინციაში (კანადა) დიდი პატივით კრძალავდნენ ამ უნიკალური გამოგონების ერთ-ერთ ავტორს – ალექსანდერ გრეიამ ბელის. იმ დროს, როდესაც შოტლანდიელი გამომგონებლის ცხედარი მიწისთვის უნდა მიებარებინათ, მისი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, მთელი კონტინენტის მასშტაბით, ერთი წუთის განმავლობაში გამოირთო აბსოლუტურად ყველა – 13 მილიონი ტელეფონი. – (ავტორი გენია.ჯი)