სელანდანგი – „ეპიზოდი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მატერიკსა და ავსტრალიას შორის მოქცეულ მსოფლიოში ყველაზე დიდ არქიპელაგზე – მალაის არქიპელაგზე გავრცელებულია გასაოცარი ძალის მქონე გარეული კამეჩი, რომელსაც ადგილობრივები – „სელანდანგს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი) ეს უზარმაზარი წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველები, რომლებიც ძირითადად მალაის ნახევარკუნძულზე, კუნძულ სუმატრსა და კუნძულ ბორნეოზე ბინადრობენ, გამოირჩევიან არა მხოლოდ ბოროტი ზნით, არამედ დაუოკებელი შეუპოვრობითაც. სელანდანგის ეს უკანასკნელი თვისება ადგილობრივი მკვიდრებისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ამტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენში მამაც კაცზე იტყვიან, „ლომის გული აქვსო”, მალაელები ასეთ შემთხვევაში ამბობენ – „სელანდანგის გული აქვსო”. – (ავტორი გენია.ჯი)