ავი სულების გულის მოსაგები მსხვერპლთშეწირვა ბორნეოზე

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულზე – კალიმანტანზე, იგივე – ბორნეოზე მობინადრე სხვადასხვა ველურ ხალხებში, ასწლეულების განმავლობაში უამრავი უჩვეულო ადათები და ცრურწმენებით გაჯერებული სასტიკი ტრადიციები იყო დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) და იმტავითვე, ამ უზარმაზარ კუნძულზე მაცხოვრებელი – 300 ეთნიკური ჯგუფის ხალხის ტრადიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყვნენ. ზოგი მათგანის ტრადიციები ნაკლებად იყო დამყარებული ცრურწმენებზე, ზოგის კი მეტად. თუმცა არსებობდნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფის ხალხიც, რომელთა ადათ-წესებზეც განსაკუთრებული გავლენა გააჩნდა ცრურწმენებს. მაგალითად, – კაიანები და კენიები. ეს ხალხი, თავის ხიმიჯებზე შედგმულ სახლებს ოდითგანვე ბამბუკით აგებდნენ და პალმის ფოთლებით ხურავდნენ. ადრეულ საუკუნეებში ისინი სახლის მშენებლობას ერთობ სასტიკი და საშინელი წარმართული ტრადიციით იწყებდნენ: იმისათვის, რომ ახალ სახლში დაბინავებული ოჯახისათვის ავ სულებს ბოროტება არ დაეტეხათ თავს, სახლის პირველი ხიმინჯის ჩარჭობისას ბოძის ჩასასობ ორმოში ახალგაზრდა მხევალს (მონა-გოგონას) ჩასვამდნენ, რომელსაც შემდგომ ეს ველური ხალხი დიდი ძელით ჩეჩქვავდა შიგ… როგორც ამბობენ, ბოროტი სულების გულისმოსაგებმა მსხვერპლთშეწირვამ უამრავი გოგონას სიცოცხლე შეიწირა თავის დროზე. მოგვიანებით, კაიანებმა და კენიებმა ახალგაზრდა ქალიშვილები, ცხოველებითა და ფრინველებით ჩაანაცვლეს და ამ გზით განაგრძეს ავი სულების გულის მოგება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>