ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”
თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების გერმანელ ფუძემდებელს – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები), მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული პატარაობიდანვე თან სდევდა. იგი არა მხოლოდ შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, არამედ მუსიკალური ნაწარმოებების შემქნითაც კი კავდებოდა ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) 1868 წელს ფილოსოფოსმა გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი გაიცნო. ვაგნერის მუსიკას აღფრთოვანებაში მოჰყავდა ფილოსოფოსი, თუმცა არანაკლებ აღაფრთოვანა იგი მუსიკოსის პირადმა თვისებებმაც. ამ ორმა არაორდინარურმა ადამიანმა ერთმანეთში საერთო ენა ადვილად გამონახეს, რასაც ხელი შეუწყო იმანაც, რომ ნიცშეს ვაგნერის მსგავსად, განსაკუთრებით უყვარდა ანტიკური ხანის ბერძნული ლიტერატურა. რამდენიმე ხანში ფრიდრიხი და რიხარდი ახლო მეგობრები გახდნენ. თუმცა, მათი მეგობრობა სულ რაღაც სამიოდე წელიწადი გაგრძელდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, გერმანელ კომპოზიტორს მას შემდეგ აუცრუვდა ნიცშეს მიმართ გული, რაც ფრიდრიხმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით – „ადამიანური, ერთობ ადამიანური”. აღნიშნული ნაშრომის გაცნობის შედეგად ვაგნერმა პირველად აღმოაჩინა ნიცშეში სულით ავადმყოფი ადამიანისათვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნები. მეორე და არაოფიციალური ვერსიის თანახმად კი, მეგობრებს შორის ურთიერთობის გაცივება ნიცშეს ამაზრზენმა საქციელმა გამოიწვია: რამდენიმე ხნის განმავლობაში ფრიდრიხი ვაგნერის მეუღლეზე – ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტზე ყოფილა შეყვარებული, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია რიხარდს. თუ გავითვალისწინებთ ნიცშეს ბიოგრაფიაში აღწერილ რამდენიმე შესაზარ თეთრ ლაქას, მეორე ვერსია გაცილებით ახლოს დგას სიმართლესთან. – (ავტორი გენია.ჯი)