დურიანის შესახებ…
ბალბისებრთა ოჯახის ტროპიკული მცენარე – დურიანი, რომლის სამშობლოდაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა მიჩნეული, დედამიწის რამდენიმე რეგიონშია კულტივირებული. (ავტორი გენია.ჯი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაცხოვრებელი ხალხი ამ შესანიშნავი მცენარის უნიკალურ ნაყოფს, რომელსაც კანზე მაგარი ეკლები ასხია, – „ხილის მეფეს” უწოდებენ. დიურანის ხე ჩვენებურ თელას მოგაგონებთ. ოღონდ ქერქი უფრო გლუვი აქვს. მიუხედავად მკვრივი კანისა, იგი მაინც ადვილად იჭრება და იფცქვნება. თვითონ შიდა ნაყოფი კი ხუთ-ექვს ნაწილად იყოფა ფორთოხალივით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ანანასის მსგავსი ნაყოფი მოწყვეტისთანავე უმალ ფუჭდება, რის გამოც მისი გამოტანა ტყიდან გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ნაყოფი გამოირჩევა უჩვეულო, ხილისათვის არადამახასიათებელი მყრალი სუნითაც, რის გამოც ისტორიის ადრეულ ეტაპებზე დურიანის ნაყოფის ატანა ინგლისურ ხომალდებზე კატეგორიულად იკრძალებოდა (თავდაპირველად, ევროპელები აღნიშნულ ხილს საშინელი სუნის გამო ცხვირზე ხელმოჭერილი ჭამდნენ. არადა, ამ დროს იგი საოცრად გემრიელია და თავისი სილბოთი კრემს მოგვაგონებს). (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ მალაკის კუნძულებზე მაცხოვრებელი – საკაის ხალხი გასულ საუკუნეებში ნამდვილ ომს იხდიდა და თავს არ ზოგავდა, რათა ხელში ჩაეგდო დურიანის ხე. ის კი არა და, მის დასაუფლებლად ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს მართავდნენ სხვადასხვა ტომის ხალხებიც. შედეგად, დურიანის ხის ნაყოფის დაუფლების წადილმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დღეისათვის ადგილობრივებს აღარ სჭირდებათ ხეებზე ცოცვა. ისინი, როგორც კი ნაყოფი შეითვალება, ხის ირგვლივ ჯუნგლებში კარვებს შლიან და ელოდებიან, როდის ჩამოცვივდება მწიფე ნაყოფი. ამასთანავე ფრთხილობენ, რომ ჩამოვარდნილმა ეკლიანმა ნაყოფმა ვინმე არ დააზიანოს. გარდა ადამიანებისა, დურიანის ნაყოფს ეტანებიან ცხოველებიც, რომლებიც ვერ უძლებენ მისი „სურნელების” ცთუნებას. – (ავტორი გენია.ჯი)