ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „მე ვიბრძოლებ”…
„მე შევებრძოლები ყველას, ვინც შეეცდება თავს მოგვახვიოს ერთი რომელიმე ჩვეულების უპირატესობა დანარჩენებზე, ერთი ხალხის უპირატესობა სხვა ხალხებზე, ერთი რასისა – სხვა რასებზე, ერთი აზრისა – სხვა აზრებზე. მე მწამს ადამიანის უფლებათა თანასწორობა ყოველი პიროვნების მეშვეობით.
ჩემი რწმენით თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ნიშნავს ადამიანად ქცევის თავისუფლებას. მე შევებრძოლები ყველას, ვინც განიზრახავს, ადამიანის თავისუფლება პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს დაუმორჩილოს.
გულმოწყალება ჰქმნის ადამიანს. მე ვიბრძოლებ ყველას წინააღმდეგ, ვინც მოჰყვება მტკიცებას, გულმოწყალება პიროვნების პატივისცემის ხარკიაო, და უარს იტყვის ადამიანზე, რითაც პიროვნებას სამუდამოდ საშუალოობის ტყვედ აქცევს.
მე ვიბრძოლებ ა დ ა მ ი ა ნ ი ს ა თ ვ ი ს. მე ვიბრძოლებ მის მტრებთან და საკუთარ თავთანაც”. – (ავტორი გენია.ჯი)