„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მთელი თავისი სიმახინჯის მიუხედავად, დამარცხება შეიძლება აღორძინების ერთადერთ გზად იქცეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცოდეთ: ხშირად ბრწყინვალე ტანისამოსი ღრმა იარებს ჰფარავს”.
* * *
„დამარცხებული უნდა სდუმდეს”.
* * *
„ცხოვრება სიცილის ღირსია, მიტომაც ყველანი იცინიან”.
* * *
„ქებათა-ქება მას, ვინც გარყვნილების ბუნაგიდან სპეტაკი გამოვა. ეს წუთისოფელი სწორედ ასეთი ბუნაგია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუმცა ადამიანის სიცოცხლის ფასი არაფერია, მაინც ყოველთვის ისე ვიქცევით, თითქოს ამაზე ძვირფასი რამე არსებობდეს… მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო ძვირფასი?”
* * *
„წარმოდგენა არა გქონიათ დამარცხებაზე, თუ ფიქრობთ, რომ იგი სასოწარკვეთილებას ბადებს”.
* * *
„თვალი ბრმაა. გულით უნდა უყურო”.
* * *
„დღევანდელ ომზე მეტად ხვალინდელი მშვიდობა მაშინებს”.
* * *
„ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს მზამზარეულ ფორმულებს”. – (ავტორი გენია.ჯი)