დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ჟამს, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლეგენდად ქცეული ლიდერი – შარლ დე გოლი, არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული იმ ავტორიტეტული ფრანგი მწერლის მიერ, რომლის სიტყვასაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო საზოგადოებრივ აზრზე. უსაზღვროდ ქედმაღალი დე გოლი ძალიან ღიზიანებოდა მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკით, რის გამოც იმთავითვე შეიძულა სახელოვანი ფრანგი ლიტერატორი. „ეგ კაცი მარტო კარტით ფოკუსების კეთებაში უქნია ღმერთს, სხვა არაფერშიო”, – ასე დაახასიათა ერთხელ შარლ დე გოლმა იგი. დაასახელეთ, რომელი ფრანგი ლიტერატორი მოიხსენია ამ სიტყვებით დე გოლმა?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი