ფილადელფიის კონვენტი – „ეპიზოდი”
1787 წლის 25 მაისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ჩატარებული იქნა კონვენტი, რომელსაც დაესწრო წარმომადგენელები ყველა იმ შტატიდან, რომელმაც იმ პერიოდში მხარი დაუჭირა აშშ-ის დამოუკიდებლობას. (ავტორი გენია.ჯი) კონსტიტუციის მიღების ფარგლებში გამართული კონვენტი ისეთი სახელოვანი და ღვაწლმოსილი დელეგატებისაგან შედგებოდა, როგორებიც იყვნენ პლანტატორი – ჯორჯ ვაშინგტონი , ადვოკატი – უილიამ სემიუელ ჯონსონი, პლანტატორი – ჯეიმზ მედისონი, ადვოკატი – ალექსანდრე ჰამილტონი და სხვები. მათ შორის იმყოფებოდა გამომგონებელი, მწერალი და ჟურნალისტი პენსილვანიის შტატიდან – ბენჯამენ ფრანკლინი. თავის მხრივ, ბენჯამენი ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე გახლავთ ამ დიადი ქვეყნის დამფუძნებელ „მამათა” შორის, რომელსაც აშშ-ის ისტორიაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი: – „დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, „ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება” (ომის დასრულება) და „კონსტიტუცია”. 25 მაისიდან 17 სექტემბრის ჩათვლით ფილადელფიაში მიმდინარე კონვენტზე ქვეყნისათვის დამაშვრალმა ისეთმა სახელმწიფო მოღვაწეებმა მოიყარეს თავი, რომ აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტმა – ტომას ჯეფერსონმა 1789 წელს გამართულ „ფილადელფიის კონვენტს” – „ნახევრადღმერთების შეკრება” უწოდა. ჯეფერსონის მიერ „ნახევრადღმერთებად” წოდებულ დელეგატებს შორის მწვავე დებატები გაიმართა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ კონვენტი ჩიხშიც კი შევიდა. სწორედ ამ სიტუაციაში გამოავლინა თავისი დიდი პატრიოტიზმი ყრილობის ყველაზე ხანდაზმულმა და ავტორიტერტულმა წარმომადგენელმა – ბენჯამენ ფრანკლინმა, რომელმაც კამათში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, რომ აშშ-ის კეთილდღეობისათვის ყველას შეეწირა პირადი პოლიტიკური შეხედულებები. ფრანკლინის ეფექტური სიტყვით გამოსვლამ დელეგატთა უმრავლესობა საერთო საქმისათვის ბრძოლაში გააერთიანა, რის შედეგადაც მიღებული იქნა კიდეც „აშშ-ის კონსტიტუცია”. ის კონსტიტუცია, რომელშიაც, მიუხედავად საუკუნეების გასვლისა, სულ რამდენიმე ჩასწორება იქნა გაკეთებული. – (ავტორი გენია.ჯი)