„დამაკვირდი”
1. „ხალხის უმადურებას რომ კიდევ შეეძლოს ჩემი გაკვირვება, მაშინ შენს უმადურებასაც გავიკვირვებდი”. – ჰენრიკ სენკევიჩი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „შეიძლება, ზოგი რამ ორჯერ უნდა მოისმინო და ამდენჯერვე განიცადო, რომ რაღაც ფარული აზრი აღმოაჩინო მასში”. – ვლადისლავ ვანუჩკა
* * *
3. „ყოველი ტაქტიკური შეცდომა, ბატონებო, ბოლოს თითზე გაკბენინებთ”. – ივან ოლბრახტი
* * *
4. „რა ჩუმად, უხმაუროდ ჩაივლიან ხოლმე ნამდვილი სასწაულები. საერთოდ, რა უბრალო და სადაა ცხოვრების ყველა ძირითადი მოვლენა!” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
* * *
5. „არიან ქალები, რომლებსაც სასიყვარულო ღლაბუცზე საუბარს ვერ მოაშლევინებ და თავად კი არაფერს სჩადიან, მაგრამ ბევრს ამგვარ რამეზე, მართალია, სიტყვას ვერ დააცდენინებ, ისე კი ბრწყინვალე საყვარლები არიან”. – ვლადისლავ ვანუჩკა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „რამდენიც არ უნდა სდიოს ადამიანმა ყოველგვარ სისულელესა და მონაჩმახს, დადგება დღე, როდესაც ის გონს მოეგება”. – ვლადისლავ ვანუჩკა
* * *
7. „ავადმყოფის მოვლა, განდეგილისათვის თავშესაფრის მიცემა, პატიებაც კი მხოლოდ და მხოლოდ ღიმილის წყალობით იძენს ფასს”. – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
* * *
8. „ჩემთვის სულ ერთია, მომკლავენ თუ არა ომში, თუკი აღარაფერი გადარჩება ყოველივე იმისგან, რაც მიყვარდა!” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
* * *
9. „არაფერი არ არის ისეთი გამომფიტავი, არაფერს არ შეუძლია ადამიანის სული ისეთი სიყვარულით აავსოს, როგორც ეგოიზმს, უმოქმედობასა და სრულ თვითკმაყოფილებას”. – ვლადისლავ ვანუჩკა
* * *
10. „არასოდეს არ შეიძლება გრძნობების აყოლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას”. – ივან ოლბრახტი – (ავტორი გენია.ჯი)