ეჟენ სკრიბი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფრანგი დრამატურგი – ოგიუსტენ ეჟენ სკრიბი (1791-1861 წლები), გასაოცარი შრომითუნარიანობით გამორჩეული ლიტერატორი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისმა კალამმა 150-ზე მეტი პიესა დაწერა, რომლებიც შემდგომ მრავლად დაიდგა სცენაზე. გარდა ამისა, სკრიბი იმ პერიოდში შექმნილი თითქმის ყველა სახელგანთქმული ოპერის ლიბრეტოების ავტორადაც იქცა. შედეგად, ეჟენმა უზარმაზარი ჰონორარები გამოიმუშავა და უზრუნველი ცხოვრება მოიწყო. მილიონერად ქცეულმა ლიტერატორმა რამდენიმე ხანში ახალი მდიდრული აგარაკი ააგო, რომლის მთავარი შესასვლელის კარიბჭეზე მეტად მრავლისმეტყველი წარწერა გააკეთა: „გმადლობთ, გამვლელო! შესაძლოა თქვენგანა ვარ დავალებული”. – (ავტორი გენია.ჯი)