ტომას ალვა ედისონი – „ეპიზოდი”
ელექტროფიკაციის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე – ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები), იმ კანდიდატებთან, რომლებიც სახელგანთქმული მეცნიერის ასისტენტობისაკენ ისწრაფვოდნენ, ერთობ უჩვეულო მეთოდით ანხორციელებდა გასაუბრებას. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ედისონი პირადი ასისტენტობის თითოეულ კანდიდატს, არც მეტი და არც ნაკლები, უეჭველად პატიჟებდა სუფრაზე, სადაც ერთედრთ კერძად – სუპი იყო წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი, ისე, რომ სუპის გაუსინჯავად დაიწყებდა კერძის მარილითა და სხვა სანელებლებით შეზავებას, ედისონი უმალვე ხსნიდა კანდიდატობის ნუსხიდან. გამომგონებელი ირწმუნებოდა, რომ სწორედ ამ უცნაური მეთოდით იშორებდა თავიდან იმ ადამიანებს, რომელთაც ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაკენ ჰქონდათ მიდრეკილება. – (ავტორი გენია.ჯი)