ლუიზა მიშელი – „ეპიზოდი”
მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის რომანების ფრანგი ავტორი ქალი – ლუიზა მიშელი (1830-1905 წლები), ჟორჟ სანდთან ერთად იმ იშვიათი მანდილოსნების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც თავისი ფემინისტური მსოფლმხედველობის გამოისობით მამაკაცის სამოსით იმოსებოდა. ეს კი, თავის მხრივ, ერთობ უჩვეულო მოვლენა გახლდათ XIX საუკუნისთვის. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ „თავისუფლების სკოლის” ფუძემდებლისა და მისი ხელმძღვანელის სიცოცხლეში არც ერთ მის ნაწარმოებს არ უხილავს მზის სინათლე. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ მას პედაგოგად, რევოლუციონერად და ფემინისტად უფრო მიიჩნევდნენ, ვიდრე ლიტერატორად. მიშელს არ იცნობდა ფართო საზოგადოება. სამაგიეროდ, იცნობდა არა ერთი ფრანგი ლიტერატორი. მათ შორის, სახელგანთქმული ფრანგი მწერალი – ჟიულ ვერნი, რომელიც დიდად აფასებდა ლუიზას ლიტერატურულ შესაძლებლობებს. ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ძალიან წყდებოდა გული ლუიზას წარუმატებელ ლიტერატურულ მოღვაწეობაზე, სწორედ რომ ჟიულ ვერნი იყო. მან ერთი მეტად მრავლისმეტყველი ჩანაწერი დაგვიტოვა ფრანგი მწერალი, პოეტი და პედაგოგი ქალის – ლუიზა მიშელის შესახებ: „რამდენი ლექსი მიმოიფანტა ვინ იცის სად, დაიკარგა დიდი გზების ეკალბარდებში, რამდენი დარჩა სკოლაში, მასწავლებლის მაგიდაში. ახლა მას შემდეგ! ჰკითხეთ ზღვას, ქარიშხალს, ეძიეთ ციხის კედლებს შიგნით. თუმცა, ყველაზე ბევრს ბატონ ბონაპარტის სანაგვე კალათაში იპოვიდით!..” – (ავტორი გენია.ჯი)