ზულუს ხალხის „დილის პროცედურა”
ერთ-ერთი აფრიკული ეთნოსის – ზულუს ხალხს, სხვადასხვა უცნაურ წეს-ჩვეულებებთან ერთად, ფრიად უჩვეულო ცერემონიის ჩატარებაც ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მის მეზობლად არსებულ სახელმწიფოებში მაცხოვრებელი ზულუსები მკაცრად იცავდნენ „დილის პროცედურის” შესრულების უცილობელ წესს: ის, რაც ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს, ადამიანის შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებისა და ქვეყნის კლიმატურ თავისებურებათა მართებული გაგება უდევს საფუძვლად. ზულუსი მანდილოსნები სხვადასხვა ბალახეულისაგან ამზადებენ სასმელს, რომელიც ადამიანზე მოქმედებდა, როგორც მსუბუქი საფაღარათო საშუალება. თავის მხრივ კი, ოჯახის თითოეული წევრი ბავშვების ჩათვლით, ვალდებული იყო ყოველ დილას დაელია დიდი დოზით იგი. გარდა ამისა, ზულუსები ხაპიდან ამზადებდნენ ძირხვენებისა და თბილი წყლის ხსნარს ოყნისთვის. ოყნად ზულუსები ხარის წაწვეტებულ რქას იყენებდნენ. ამ უჩვეულო შინაგან განწმენდას თან მოჰყვებოდა დაბანა, რაც უცილობელი „დილის პროცედურის” დასასრულს მოასწავებდა. მხოლოდ ამის შემდგომ სხდებოდნენ ისინი სასაუზმოდ, რასაც ბოლოს ყოველდღიური საქმიანობა მოსდევდა თან.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამ ველურ ხალხში გავრცელებულ კუჭ-ნაწლავის გასუფთავების „დილის პროცედურას” სხეულის მოვლის მაღალჰიგიენურ ჩვეულებად აღიარებს თანამედროვე მედიცინა. – (ავტორი გენია.ჯი)