„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„რაც უფრო დიდი და უჩვეულო საქმის აღმოჩენას მოინდომებ, მით უფრო პროზაულსა და უბრალო ამბებს შეგახვედრებს ცხოვრება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში არაფერი ხდება უჩვეულო! ყველაფერი ერთიმეორეს ჰგავს. ეს არის და ეს!”
* * *
„ყოველ ადამიანში არის ანგარება, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მორალთან. იგი თვითონ აფასებს მოვლენებს და თითქმის მუდამ გამარჯვებული გამოდის”.
* * *
„ამქვეყნად გულიანები და კეთილნი ცოტა არიან ისევე, როგორც ნიჭიერები”.
* * *
„ასეთი ყოფილა თურმე ცხოვრება, დანისლული და მღელვარე ზღვა. წინ რა გველის, ორი ფეხის ნაბიჯზეც ვერ გამოიცნობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირ შემთხვევებში შემთხვევითობა მბრძანებლობს”.
* * *
„თქვენ რომ ცხოვრების ძირითად მიზეზებსა და კანონზომიერებებს ჩასწვდეთ, დარწმუნდებით, რომ ჩვენ უძლურნი ვართ ყველა ჩვენი სისუსტის წინაშე”.
* * *
„დიდი ადამიანები გარეგნულს კი არა, შინაგანს აფასებენ”.
* * *
„არის რაღაც ძალა, რომელიც ჩვენდაუნებურად მბრძანებლობს ჩვენზე. ეს უდავოა. ასე რომ არ იყოს, ჩვენ სულ სხვა, გაცილებით უკეთესნი ვიქნებოდით”.
* * *
„დრო კი არა, ადამიანები იბადებიან უგულონი და უმადურნი”. – (ავტორი გენია.ჯი)