სერგი ჭილაია წერდა…
„ჩვენი თავადიშვილობა ბითუმ-ბითუმად და ცალობით ყიდდა საქართველოს და ჯერ კიდევ ეს ყიდვა-გაყიდვა არ დასრულებულა სამწუხაროდ. ჯერ იყო და საქართველოში სამი სახელმწიფო გაჭიმეს – კახეთისა, ქართლისა და იმერეთისა და მას შვიდი სამთავრო მიაყოლეს. ჩვენი დაქცევაც აქედან დაიწყო. საქართველოს ერთი მეფე უნდა ჰყავდეს, საქართველო ერთი ერი უნდა იყოს – ვისაც ეს არ ესმოდა, ის იყო ყველაზე დიდი მტერი. ხომ გაგიგონიათ, სახლს რომ ბევრი კარი გაუკეთდება, ბევრი ქარი შემოვაო. საქართველოს ცხრა კარი დაკიდეს ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა, ცხრა კარი და ცხრა ღობე შემოავლეს, მერე მიდგნენ ამ ცხრა ღობე შემოვლებულ პატარა მამულებს და ცხრავე მიიტაცეს. დავითის დროშა, თამარის დროშა დავფლითეთ და ცხრა სამთავროს დროშებიც მას მივაყოლეთ”.