ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად…
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში განთავსებული კუბური ფორმის მქონე უდიდესი მუსულმანური სიწმინდე – „ქააბა”, რომლის აგება ღმერთმა ოთხი ათასი წლის წინათ დაავალა აბრაამსა და ისმაელს, თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე იქნა გადაკეთებული. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, რომ ქააბას პირველი ნაგებობა ანგელოზების ხელით შეიქმნაო. მის შემდგომ მშენებლებად ადამსა და იბრაჰიმს ასახელებენ. მეოთხე ჯერზე ქააბა მექის ძირითადმა და ძირძველმა მოსახლეობამ, ერთ-ერთი არაბული ტომის ხალხმა – კურაიშებმა განაახლა. მეხუთედ ამ უდიდეს მუსულმანურ სიწმინდეს რეკონსტრუქცია VII საუკუნეში მოღვაწე არაბმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირმა ჩაუტარა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ჩაუტარდა მას რესტავრაცია. ყურანის მიხედვით, სწორედ ქააბაა ის პირველი ნაგებობა, რომელიც ადამიანმა ღვთის სადიდებლად ააგო.
თავდაპირველად, ქააბას ორი, შესასვლელი და გამოსასვლელი კარი გააჩნდა. გარდა ამისა, იგი აღჭურვილი იყო ერთი ფანჯრითაც. თანამედროვე პერიოდში კი მას 300 კილოგრამი ოქროსაგან დამზადებული ერთადერთი კარი აქვს, თუმცა, არც ერთი ფანჯარა. აღნიშნული კარი წელიწადში მხოლოდ ორჯერ იღება და ისიც მაღალჩინოსნებისა და სტუმრებისთვის. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ამ გავლენიანმა ხალხმა ქააბაში შესვლაზე ნებართვა ერთი პატარა მექური ოჯახისგან უნდა მიიღოს. ისტორიის ხანგრძლივ დინებაში ქააბას სხვადასხვა შეფერილობა გააჩნდა – მწვანე, წითელი და თეთრი ფერიც კი . თუმცა, მან თავისი ტრადიციული (შავი) შეფერილობა აბასიანების არაბთა სახალიფოს დინასტიის მმართველობის ჟამს მიიღო. როგორც ცნობილია, აბასიანების სახლები ძირითადად შავი ფერებით იყო გაჯერებული.
ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქააბასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ლეგენდასთან ეროვნებით ქართველი კაცია დაკავშირებული (ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს. მათ შორის – ვიკიპედიაც). მექას აღებისთანავე მოციქულმა ქააბას გასაღები მიიღო, რომელიც თავისთვის კი არ დაიტოვა, არამედ უკანვე დაუბრუნა ადგილობრივებს. მოციქულმა არჩევანი ბენი შეიბეს ოჯახზე შეაჩერა და მას შემდეგ უკვე ასწლეულებია ქააბას კარის გასაღები ამ ოჯახის ხელშია, რომელიც თავის მხრივ, საგულდაგულოდ იცავს და მზრუნველობს მას. ზემოაღნიშნული ლეგენდის თანახმად კი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ქააბის წმინდა ქვის მცველი ბენი შეიბეს ოჯახი იმ პერიოდის მექაში მცხოვრები (სვანი მთავრების) – გელოვანების საგვარეულო დინასტიიდან იღებს სათავეს. – (ავტორი გენია.ჯი)