იცით თუ არა, რომ?!
1. აფრიკის ცხელ კონტინენტზე მობინადრე ზულუს ხალხი იმთავითვე დიდ პატივს სცემდა ხელოსნებს. ამ საქმეში განსაკუთრებით დახელოვნებულ ოსტატებს ისინი – „ინიანგის” წოდებას ანიჭებდნენ, რაც თავის მხრივ, ისეთივე საპატიო წოდებად იყო მიჩნეული, როგორც ჩვენში – აკადემიკოსის წოდებაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კუნძულ მაგადასკარზე თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით ობობას აბლაბუდას, რადგან მისი დარღვევა ადგილობრივთა რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება.
* * *
3. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ცხვირზე პლასტიკურ ოპერაციას ყველაზე ხშირად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იკეთებენ, რასაც ხელს ასეთი სამსახურისათვის გაწეული ძალიან იაფი ფასები უწყობს.
* * *
4. ადრეულ საუკუნეებში, ქოქოსის ზეთისაგან ამზადებდნენ ეგრეთ წოდებულ „საზღვაო საპონს”, რომელიც ზღვის (მლაშე) წყალში ქაფდებოდა მხოლოდ.
* * *
5. დიდი ფრანგი მწერლის – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლიტერატურული მემკვიდრეობა – ხელნაწერები ერთ მომცრო ცისფერ ჩემოდანში იყო თავმოყრილი. აღნიშნულ ჩემოდანს სახელოვანი ლიტერატორი ძალიან უფრთხილდებოდა და მუდამ თან დაჰქონდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი ფრანგი მწერალი – ჟიულ ვერნი, კროსვორდებისა და თავსატეხი რებუსების ამოხსნის დიდი მოყვარული იყო. სიცოცხლის ბოლო ხანებში ლიტერატორი თავადაც დაკავდა კროსვორდებისა და თავსატეხების შედგენით და საბოლოო ჯამში, ორი ათასზე მეტი კროსვორდისა და თავსატეხის ავტორადაც იქცა.
* * *
7. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი – ალგონკინელი ინდიელი ხალხი, ბელადის თანმხლებ პირებს, მიუხედავად მათი ასაკობრივი მდგომარეობისა, მაინც „ყმაწვილებად” მოიხსენიებდა.
* * *
8. ინდოეთის ქალაქ არონში სამასი წლის განმავლობაში იყო დამკვიდრებული ერთი უჩვეულო ტრადიცია. ყოველ ღამით, შუაღამის სამ საათზე ქალაქის ციხე-კოშკიდან ჯარისკაცები ისროდნენ ქვემეხს, რის შემდგომაც მაცნე მთელი ხმით აფრთხილებდა მოსახლეობას: „დაიცავით სიჩუმე! მის უდიდებულესობას სძინავს”.
* * *
9. ინდიელთა ზოგიერთი ტომი ვისკის „ცეცხლოვან წყალს” ეძახდა.
* * *
10. სამხრეთ ამერიკის ტყიან რეგიონებში გავრცელებული – დურუკული მსოფლიოში ერთადერთი მაიმუნია, რომელსაც დღისით სძინავს, ღამით კი ღვიძავს. – (ავტორი გენია.ჯი)