“სიბრძნის წუთი”
ადამიანი,რომელიც გამუდმებით ყველასთან აკრიტიკებდა კაცთა მოდგმის თითოეულ წარმომადგენელს,ერთ დღეს ბრძენ კაცს გადაეყარა,რა დროსაც ისევე როგორც სხვებთან,მასთანაც გააკრიტიკა ადამიანები.ბრძენმა მოისმინა რა მისი შეფასება,მცირეოდენი დუმილის შემდეგ მას ასეთი რჩევა მისცა:
” – თუკი შენ სრულყოფილებას ეძებ კაცთა მოდგმაში,ნამდვილად ვერ იპოვი მას.თავადაც კაცთა მოდგმის წარმომადგენელი ხარ და ისეთივე გასაკრიტიკებელი ხარ,როგორც ნებისმიერი,სხვა ადამიანი.ამიტომ გიჯობს პირველ რიგში საკუთარი თავის სრულყოფილებას მიაღწიო.გარდა ამისა,კარგად დაიხსომე: “უმჯობესია თავად ჩაიცვა ფეხზე სანდლები,ვიდრე დედამიწას ხალიჩა გადააფარო”. (ავტორი გენია.ჯი)