ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნააზრევი…
„ბერძნული ტრაგედიიდან კაცობრიობა ბატონ ვერნიეს თეატრამდე დაეცა (ამის იქით ვეღარსად წახვალთ)”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი საუკუნე რეკლამის, ბედოს სისტემის კონვეირის, ტოტალიტარული რეჟიმის, უსაყვირო და უდროშო არმიების საუკუნეა. აღარც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი ლოცვები ისმის. სულითა და გულით მძულს ჩემი ეპოქა, სადაც ადამიანს წყურვილი კლავს”.
* * *
„შენი სახლის სიყვარული – უკვე სულიერი ცხოვრებაა”.
* * *
„სიყვარული აკავშირებს ადამიანს სხვადასხვა არსებებსა და მოვლენებთან. მაგრამ დღეს ეს სიყვარული ისე შეირყა და დასუსტდა, რომ ადამიანი ადრინდელივით ვეღარა გრძნობს ახლობელ არსებათა და საგანთა სიშორეს”…
* * *
„იმ სამყაროში, სადაც ჰიტლერი გამეფდება, ჩემთვის ადგილი აღარ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ისევე მოვემსახურები შენს სიმართლეს, როგორც შენ მოემსახურებოდი ჩემს სიმართლეს”.
* * *
„ჩვენ არა ვქმნით საფრანგეთს – ჩვენ მხოლოდ ვემსახურებით მას. რაც არ უნდა ჩავიდინოთ, უფლება არა გვაქვს, რაიმე მადლობას მოველოდეთ მისგან”.
* * *
„ჩვენ, ადამიანებს, გვიყვარს საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენება”.
* * *
„ჩვენ ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ვართ, ის თავისი ჩვევებით, მე კი – ჩემით.”
* * *
„უსიყვარულოდ სიცოცხლე არ შემიძლია. მხოლოდ სიყვარული მალაპარაკებდა, მამოქმედებდა, მაწერინებდა ყოველთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)