ოშო – „ეპიზოდი”
„მე მდიდართა გურუ ვარ. დედამიწაზე არსებობს საკმარისი რელიგიები, რომლებიც ღარიბებით არიან დაკავებულნი. ამიტომ, გთხოვთ, დამიტოვოთ უფლება დავკავდე მდიდრებით”. – ეს სიტყვები თავის დროზე წარმოთქვა „ოშო”-დ წოდებულმა საყოველთაოდ ცნობილმა ინდოელმა სულიერმა მოძღვარმა და ფილოსოფოსმა – ჩანდრა მოჰან ჯაინიმ (1931-1990 წლები). (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, 1980-იან წლებში რაჯნიშას რელიგიურ-კულტურული მოძრაობის ფუძემდებლის ქონებამ 200 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ოშო ფლობდა 4 თვითმფინავს, ერთ ვერტმფრენსა და ლუქსის კლასის 91 ავტომობილს. სახელგანთქმულ ინდოელ გურუს ავტომობილებიდან განსაკუთრებით იტაცებდა სიმდიდრესა და კომფორტთან ასოცირებული, ძვირადღირებული ინგლისური მარკის – „როლს-როისი”-ს ავტომობილები. „ინდოეთში ერთი მერსედესის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ასეთივე ეფექტის მოხდენა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ასეულობით როლს-როისის გამოჩენასო”, – წერდა ამ შესანიშნავი ავტომობილების მოყვარული ოშო. სხვათა შორის, ინდოელი გურუს როლს-როისებით გატაცებას დადებითად აფასებდა მისი მიმდევრები. ის კი არა და, ერთხელ მის ერთ-ერთ მიმდევარს სხვა მიმდევართა სახელით შემდეგი სახის განცხადებაც გაუკეთებია – „ვისურვებდით, რომ ოშოს ჰყავდეს 365 როლს-როისი. ერთი ახალი ავტომობილი – ყოველი წლის ახალ დღესო”. – (ავტორი გენია.ჯი)