იანა-იაჰას ხალხი – „ეპიზოდი”
კალიფორნიის ჩრდილოეთითა და სიერა-ნევადას მთიანეთის ცენტრალურ რეგიონებში ოდესღაც მაცხოვრებელი ინდიელთა მონათესავე ხალხი – იანა-იაჰა, უამრავი უცნაური ტრადიციითა და წეს-ჩვეულებით იყო გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) გამორჩეული იყო-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, ამ ველური ხალხის ბოლო წარმომადგენელი, სახელად – იში, რომელსაც „აშშ-ის უკანასკნელი ველური ადამიანი” უწოდეს, 1914 წელს გარდაიცვალა. იანა-იაჰას ხალხში გავრცელებული ერთ-ერთი უცნაური ჩვეულება ადამიანების ერთმანეთთან გაცნობასაც უკავშირდებოდა. კერძოდ, ისინი გაცნობისას არასოდეს ამბობდნენ თავიანთ სახელებს. იმისათვის, რომ ახლად გაცნობილებს ერთმანეთის სახელები გაეგოთ, საჭირო იყო მესამე პირი. სწორედ მესამე პირს ჰქონდა მინიჭებული პრივილეგია იმისა, რომ ახლადგაცნობილი ადამიანები ერთმანეთისათვის სახელებით წარედგინა. – (ავტორი გენია.ჯი)
„აშშ-ის უკანასკნელი ველური ადამიანი” – იში