დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდგომ, ახლადდაქორწინებული წყვილი სახლის კართან დადებულ თეფშს ფეხით ამსხვრევს. საქორწინო ცერემონიალს მსხვრევის ტრადიცია ასევე თან ახლავს ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში – გვატემალაშიც. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, გვატემალელები თეფშის ნაცვლად თიხისაგან დამზადებულ სხვა ნაკეთობას ამსხვრევენ. ამ თეთრი ფერის მქონე კერამიკულ ნაკეთობას, რომელიც ნიშნად კეთილდღეობისა, ავსებულია ბრინჯით, ფქვილითა და სხვა სახის მარცვლეულით, ოჯახის დიასახლისი (სიძის დედა) სახლის კარებთან ამსხვრევს ახლადშეუღლებული წყვილის გამოჩენისთანავე. დაასახელეთ, რა ნივთს ამსხვრევენ ტრადიციულად გვატემალელები ასეთ შემთხვევაში. – (ავტორი გენია.ჯი)