პერსი ბიში შელი – „უფლებათა დეკლარაცია”
„არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, დაარღვიოს საზოგადოების სიმშვიდე და წინ აღუდგეს რომელიმე კანონის განხორციელებას, როგორი უვარგისიც არ უნდა იყოს ეს კანონი, იგი უნდა დაემორჩილოს მას და მოუხმოს მთელს გონებრივ შესაძლებლობებს, რათა მის გაუქმებას მიაღწიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავრობა შექმნილია უფლებათა უსაფრთხოების დასაცავად. ადამიანის უფლებანია თავისუფლება და თანასწორი სარგებლობა ბუნების მიერ შეთავაზებული სიკეთით”.
* * *
„რადგან მთავრობის წარმოშობა არის, ან უნდა იყოს, ხალხის კეთილდღეობაზე დაფუძნებული, არც ერთმა ადამიანმა არ უნდა მიმართოს ძალაუფლება ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ”.
* * *
„ყველამ თანაბრად უნდა ისარგებლოს მთავრობის შემწეობით მიღებული მოგებიდან და გაინაწილოს მის მიერ დაკისრებული ტვირთი”.
* * *
„უმწეობა, რომ ვერ გამოთქვავ საკუთარ მოსაზრებას, თავისი არსით, იწვევს თავხედურ ტირანიას მთავრობის მხრიდან და უბირი ხალხის დამონებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, დაარღვიოს საზოგადოების სიმშვიდე და წინ აღუდგეს რომელიმე კანონის განხორციელებას, როგორი უვარგისიც არ უნდა იყოს ეს კანონი, იგი უნდა დაემორჩილოს მას და მოუხმოს მთელს გონებრივ შესაძლებლობებს, რათა მის გაუქმებას მიაღწიოს”.
* * *
„ადამიანს აქვს უფლება კამათის შეუზღუდავი თავისუფლებისა”.
* * *
„ადამიანს მხოლოდ უფლება კი არა აქვს, გამოთქვას საკუთარი ფიქრები, არამედ ევალება კიდეც”.
* * *
„არც ერთ კანონს არა აქვს უფლება სიმართლეს დაემუქროს”.
* * *
„არც ერთ ადამინს არა აქვს უფლება სიკეთის სახელით ბოროტება ჩაიდინოს”.
* * *
„ადამიანს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, ყველგან ერთი უფლებანი აქვს – საყოველთაო უფლებანი მოქალაქისა”.
* * *
„ადამიანმა თავისი რწმენის მიხედვით არ უნდა დაარქვას რაიმეს კარგი ან ცუდი”.
* * *
„ქრისტიანს, დეისტს, თურქს და ებრაელს თანასწორი უფლებანი აქვთ: ისინი ადამიანები არიან – ძმები”.
* * *
„თუნდაც ვინმეს რელიგიური იდეები არ ეთანხმებოდეს თქვენსას, მაინც შეიყვარეთ იგი. როგორი განსხვავებული იქნებოდა თქვენი იდეები, სათათრეთში ან ინდოეთში რომ დაბადებულიყავით”.
* * *
„არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება მოიხვეჭოს იმაზე მეტი, რაც მას სჭირდება”.
* * *
„მთავრობის ერთადერთი სარგებლობა ის არის, რომ ახშობს ადამიანურ ბოროტებას. თუ დღეს ადამიანი უცოდველი გახდება, ხვალ შეუძლია, რომ მთავრობისა და მასთან დაკავშირებული ბოროტების მოსპობა მოითხოვოს”.
* * *
„ადამიანო! შენ, ვისი უფლებანიც აქ არის გამოცხადებული, ნუღარ დაივიწყებ შენს მაღალ დანიშნულებას. იფიქრე შენს უფლებებზე, იმაზე, რის მიცემაც შეუძლია ღირსებასა და სიბრძნეს, რითაც შენ მიაღწევ ბედნიერებასა და თავისუფლებას”. – (ავტორი გენია.ჯი)