„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ორი სამშობლოს მაძებარი კაცი დაღუპულია, ყოველ არსებას ერთი სამშობლო აქვს, მითუმეტეს, ადამიანს. დიახ, ის, ვინც ორ სამშობლოს ეპოტინება, ვერც ერთს ვერ შეიყვარებს გულით”… - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვის შეუძლია უთხრას ადამიანს, რატომ კვდებიო? სიყვარულიც ისევე დაუკითხავად ეწვევა კაცს, როგორც სიკვდილი ეწვევა ხოლმე. წრფელი სიყვარული ისეთივე მძლავრი და უძლეველია, როგორც სიკვდილი. სიყვარულის შეჩერება ისევე არ შეიძლება, როგორც სიკვდილისა. სიყვარული სტიქიაა, რომელიც დაწერილ კანონებს და ადამიანურ ლოგიკას არ ემორჩილება”.

* * *

„სილამაზის წინაშე ყველა ბოროტება და უკეთურება ქრება”…

* * *

„საიქიოში რომ არ წამეჩხუბონ, ცოცხლების გასაგონად აქ უნდა განვაცხადო: სიყვარულისაგან გალოთებულის მაგალითი საღი გონებისათვის არ გამოდგება. ყოველგვარი ლოთობა ავადმყოფობაა. ავადმყოფობა კი მუდამ საშიში საფრთხეა საღი ორგანიზმისთვის, საზოგადოებისთვის”.

* * *

„ყოველი ადამიანი, რა წოდებისა არ უნდა იყოს იგი, ადამიანია და ღირსია პატივისცემისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიახ, დიახ, სიცოცხლე, თუ ადამიანებისათვის არ ზრუნავ, უშინაარსო ფრაზაა”.

* * *

„დოვლათისა და ყოველგვარი სიკეთის შემქმნელი უმრავლესობაა, მათი შექმნილი დოვლათის პატრონი კი – უმცირესობა”.

* * *

„იკითხე არა იმისათვის, რომ უარყო ან უკუაგდო; არა იმისათვის, რომ ირწმუნო და უეჭველად გაიზიარო; არა იმისათვის, რომ საუბრისა და ენამჭევრობის უნარი შეიძინო; არამედ, რათა აწონ-დაწონო და განსაჯო”.

* * *

„ამ უთავბოლო ცხოვრებაში ადამიანი არ შეიძლება უცოდველი იყოს”.

* * *

„ალბათ ყოველი ადამიანის ცხოვრება ომია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>