ვესპასიანე – „ეპიზოდი”
საბინთა სოფლურ მიწაზე, მდაბიო ოჯახში დაბადებული რომის იმპერატორი – ვესპასიანე (9-79 წლები) მეცნიერებას კი მფარველობდა, მაგრამ მეცენატობის სიკეთით იგი მხოლოდ მეცნიერ-პრაქტიკოსებს აფეტიშებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ თავმდაბალ და დაკვირვებულ მმართველში უნდობლობასა და გაღიზიანებას იწვევდა მკითხავ-მარჩიელები. თუმცა, მას არანაკლებ აღიზიანებდა ფილოსოფოსებიც, რომლებიც მისდა სამწუხაროდ, იმ პერიოდში ერთობ მომრავლდა „მარადიულ ქალაქში”. თავის ალმაცერული დამოკიდებულება რომში მომრავლებული ფილოსოფოსებისადმი ვესპასიანემ ერთხელ შემდეგი სიტყვებით განამტკიცა: „საკმარისია კაცმა მოიშვას წვერი, შეიკრას წარბები, წამოისხას დაძონძილი წამოსასხამი, დაიწყოს ფეხშიშველა სიარული, და იგი უკვე თავის თავს უწოდებს ფილოსოფოსს, გმირს, სიკეთის მაგალითს და ცხვირს მაღლა იპრეხს, თუნდაც ამ ქვეყნის არაფერი გაეგებოდეს. ასეთები ყველას ზემოდან დასცქერიან, წარჩინებული მათ თვალში სულელია, მდაბიო – არამზადა, ლამაზი – გარყვნილი, მახინჯი – სიმშვენიერის იდეალი, მდიდარი – ეგოისტია და ღარიბი – მონური სული”. – (ავტორი გენია.ჯი)