ტრაიანე – „ეპიზოდი”

ესპანეთში, ქალაქ სევილიის ახლოს, ბეტიკას ძველ რომაულ პროვინციაში დაბადებულ – მარკუს ულპიუს ტრაიანეს (53-117 წლები), მადლიერმა რომაელმა ხალხმა – „optimus princeps”, ანუ – „საუკეთესო მმართველი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, რომის უზარმაზარი იმპერიის მბრძანებელს თავისი მამულიშვილური თავდადებისა და ზნეობრიობის მფარველობის გამო – „უსაჩინოესი ხელმწიფის” ტიტულიც უბოძეს. მას შემდეგ, რაც გამჭრიახმა, ერუდირებულმა და სამართლიანმა პოლიტიკოსმა – ტრაიანემ საიმპერატრორო ძალაუფლება აიღო ხელში, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ იმპერატორის პირადი დაცვის – პრეტორიანელების თავაშვებული და გათავხედებული წევრები ჩაანაცვლა დისციპლინირებული და ერთგული კადრებით. პრეტორიანელების ახალ პრეფექტს (მეთაურს) კი, მისი დანიშვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიის დროს მახვილი ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვების თანხლებით გადასცა: „აჰა, აიღე ჩემს დასაცავად, თუკი ვიქნები სამართლიანი; ხოლო ჩემს წინააღმდეგ, თუ მე დავარღვევ სამართლიანობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>