დიონ ხრისოსტომის საინტერესო სენტენცია…
„მონობა და თავისუფლება ზნეობრივი კატეგორიაა და არა სოციალური; ადამიანთა ერთი ნაწილი, სოციალური წარმოშობისაგან დამოუკიდებლად, სულით მონებად იბადებიან და სიკვდილამდე მონებად რჩებიან, სხვანი კი ზნეობრივად თავისუფალნი რჩებიან. მაშასადამე, მონა შეიძლება იყოს სულით ბორკილდაუდებელი, ხოლო თავისუფალი – სულით მონა, და ამ შემთხვევაში ტერმინები – „მონა” და „თავისუფალი” – სავსებით პირობითი არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)