გი დე მოპასანი წერდა…
„ცას ფრინველივით შევხარი, ტყე ისე მიყვარს, როგორც მაწანწალა მგელს, კლდეები – როგორც არჩვს, მაღალი ბალახი, – ვით აჯილღას, გინდა გაგორდ-გამოგორდები, გინდა ინავარდებ და იმად, ანკარა წყალი – თევზივით, შეგიძლია იცურო და იმისთვის. ვგრძნობ, რაღაცა ფეთქავს ჩემში ყველა ჯიშის ცხოველისა, რაღაცა ღვივის ჩემში ყველა იმათი ინსტიქტისა, უდაბლეს სულდგმულთა ყველა ბუნდოვანი ლტოვლვილებისა. შევტრფი დედამიწას. როცა გარეთ დარია, როგორც დღეს, ჩემს ძარღვებში ძველისძველი, ხეტიალა და ავხორცი ფავნუსის სისხლი ჩქეფს, და მაშინ ადამიანთა ძმა კი აღარა ვარ, ყოველი ცოცხალი არსებისა და ყოველი საგნის ძმობილი ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)