ფლამმა

რამდენიმე ისტორიული წყარო გვაუწყებს, რომ ძველი რომის კოლისეუმის არენაზე გლადიატორთა ბრძოლებში რამდენიმე ხნის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა სირიიდან მონად წამოსხმული ტყვე-გლადიატორი, რომლის ნამდვილი სახელი ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი სხვა გლადიატორთა მსგავსად ატარებდა შერქმეულ სახელს. მისი მეტსახელი იყო – „ფლამმა”, რაც ლათინური ენიდან თარგმანით – „ალს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) ამ გლადიატორმა ჩვენი ყურადღება შემდეგი გარემოების გამო მიიპყრო: ფლამმამ თავისი ცხოვრების განმავლობაში რომის უზარმაზარი ამფითეატრის არენაზე ოცდათოთხმეტჯერ მიიღო მონაწილეობა გლადიატორთა ბრძოლებში, საიდანაც 21-ჯერ ეს დიდებული მებრძოლი გამარჯვებული გამოვიდა, 9-ჯერ ორთაბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა. საკვირველი, რაც ამ გლადიატორის მოქმედებაშია, არის ის, რომ რომაულ პუბლიკაში სახელმოხვეჭილმა სეკუტორმა-გლადიატორმა ოთხჯერ მოიპოვა სრულიად დამსახურებულად „რუდისად” წოდებული თავისუფლების მაუწყებელი ხის ხმალი, თუმცა მან ოთხივეჯერ უარი განაცხადა ამ უძვირფასესი პრივილეგიით სარგებლობაზე. თავისუფლებას ფლამმამ კოლისეუმის არენაზე ბრძოლის გაგრძელება ამჯობინა და იქვე, არენაზევე ჰპოვა კიდეც 30 წლის ასაკში აღსასრული ერთ-ერთ ბრძოლაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>