მარტინ ანდერსენ ნექსე – „ეტიუდები”

„უ კ ა ნ ო ნ ო დ   შ ო ბ ი ლ ი – ასე ეწერა ქაღალდზე, რომელიც ბებიაქალმა გადასცა სკოლის მასწავლებელს; უკანონოდ შობილი – ასე იყო აღნიშნული დაბადების მოწმობაში. ბებიაქალიც, მასწავლებელიც, მღვდელიც ერთ პირზე იდგნენ, ისინი იყვნენ პირველი კანონიერი შურისმაძიებლები წესრიგის დამრღვევთა მიმართ. თითოეულმა მათგანმა, თავის სიმართლეში გულწრფელად დარწმუნებულმა, შეუბრალებლად გააწნა სილა დაბადებისთანავე პაწიას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – როგორია ღმერთი? – მოულოდნელად იკითხა შვილმა.

მამა დაიბნა. ამ ხნის კაცი მოიყარა და აქამდე არ დაფიქრებულა ამაზე. ღრმა სიბერემდე შეინარჩუნა ბავშვობისას ჩანერგილი რწმენა და მძიმე წუთებში მუდამ ღმერთს შველას სთხოვდა ხოლმე. ამ პატარა ღლაპმა კი  ახლა ჭკუა ასწავლა, ზუსტად ისე, როგორც საღვთო წერილშია.

- როგორია ღმერთი? – განგებ გაიმეორა მამამ, რომ პასუხისთვის დრო მოეგო. – იმას იმდენი საქმე აქვს, იმდენი, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, ვეღარ მოერევაო! აი, როგორია ღმერთი!”

* * *

„იმაზე უფრო დამამცირებელი რა არის ადამიანისთვის, როცა ვიღაცა აგრძნობინებს, „შენი ადგილი” იცოდეო, ზღურბლთან გააჩერებს და ალოდინებს. თუ ასეთ დროს ადამიანი არ გრძნობს, რომ სხვაზეა დამოკიდებული, ცხადია, დალაგებული ჭკუის ვერ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>