იცით თუ არა, რომ?!
1. რომის ტირანი იმპერატორი – დომიციანე, თავისი მმართველობის დასასრულს – უწესო ცხოვრებამ, მუდმივმა შიშებმა და ადამიანისადმი სადისტურმა სიძულვილმა, ფიზიკურად და სულიერად სავსებით გაანადგურა. თითქმის ჭკუაშეშლილობამდე მისული დომიციანე ყველას გაურბოდა, რის გამოც სასახლეში გამოიკეტა. სასახლეში გამოკეტილი კი, ერთხანს თმის დაცვენით გაბოროტებული და დამწუხრებული, „სიმელოტის საწინააღმდეგო ტრაქტატის” წერასაც შეწუდგა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდ ქართველ მწერალსა და დრამატურგს – დავით კლდიაშვილს – „ქართველ სერვანტესს” უწოდებდნენ.
* * *
3. „ამ ქალს ყველაფერი ჰქონდა პატიოსანი სულის გარდა”. – ასე დაახასიათა რომის იმპერატორის – ნერონის მეორე ცოლი – პოპეა საბინა დიდმა რომაელმა ისტორიკოსმა – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსმა.
* * *
4. მურმან ლებანიძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი მოთხრობებს წერდა. დიდებულ ქართველ პოეტს ბევრი მოთხრობა არ დაუწერია. თუმცა-კი, მის კალამს ეკუთვნის შემდეგი მოთხრობები – „ვახშამი”, „გრძელი შიმშილი”, „მატარებელში”, „წერლი” და სხვა.
* * *
5. სასიკვდილო სარეცელზე მყოფ გენიალურ ძველ რომაელ პოეტს – ვერგილიუსს, თავისი დაუმთავრებელი პოემის – „ენეიდას” ხელნაწერის დაწვა სურდა, თუმცა, საბედნიეროდ, ამ ვანდალური აქტის ჩადენა მეგობრებმა არ დაანებეს. ერთ-ერთი მათგანი, ვინაც „ენეიდა” კაცობრიობას გადაურჩინა, ვერგილიუსის პოეტი მეგობარი – ლუციუს ვარიუს რუფუსი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ვაი, საბრალო რომაელო ხალხო, როგორი ნელადმცოხნავი ყბების საღეჭად გტოვებო”… – ასე განაცხადა სიკვდილის საუფლოში შესვლამდე რომის ლეგენდად ქცეულმა იმპერატორმა – ოქტავიანე ავგუსტუსმა იმპერიის ტახტის მემკვიდრის – ტიბერიუსის შესახებ.
* * *
7. „მე მივაღწიე ყველაფერს და სიხარულს ვერ ვპოულობ ვერაფერშიო”, – მრავლისმეტყველად შენიშნა ერთ დროს რომის ძლევამოსილმა და ყოვლისშემძლე იმპერატრომა – ლუციუს სეპტიმუს სევერუსმა.
* * *
9. „ბაირონი არც კლასიკოსია და არც რომანტიკოსი – იგი თვით ეპოქაა”. – ასე დაახასიათა გენიალურმა გოეთემ „მსოფლიო სევდით” შეპყრობილი დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი.
* * *
10. ნაპოლეონ III ბონაპარტის მმართველობის პერიოდს (1852-1870 წლები) შესანიშნავმა ფრანგმა მწერალმა – ემილ ზოლამ – „სიშლეგისა და თავლაფდასხმის ხანა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)