„დამაკვირდი”

1. „მაწანწალა ცხოვრებისთვის ადამიანს სამიდან ერთი რამ მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება, ან ფსიქოანალიზი. აი, ამ სამიდან თუ ერთ-ერთის მიმართ მაინც არ იჩენთ მიდრეკილებას, დიდხანს ვერ იხეტიალებთ”. – ჰარუკი მურაკამი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ის, რაც ერთს აქვს, არ შეიძლება მაინცდამაინც მეორესთან ვეძიოთ, ხოლო რაც აქვს მეორეს, ის პირველს სავალდებულოდ გავუხადოთ”. – რევაზ ჯაფარიძე

* * *

3. „მთავარი ღვთიური და ადამიანური მცნება საკუთარი შვილების სიყვარულია”. – გი დე მოპასანი

* * *

4. „გულახდილობა და სიმართლე, დაახლოებით, იგივეა, რაც ნისლიდან გამოცურებული გემის ცხვირი და კიჩო. ჯერ გამოჩნდება გულახდილობა და სულ ბოლოს წარუდგება თვალებს სიმართლე. დროის ინტერვალი ამ ორ მომენტს შორის გემის ზომების პირდაპირპროპორციულია. დიდს უფრო უჭირს გამოცურვა. ხანდახან ეს მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა დამკვირებლის სიცოცხლე უკვე ამოწურულია”. – ჰარუკი მურაკამი

* * *

5. „ყოფიერება ურთიერთობაა. ურთიერთობა ყოფიერების არსია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „სულის ყველა უნარი, რომელიც ხელოვნურ ჩვევამდე დაიყვანება, უნაყოფო ხდება”. – ფრენსის ბეკონი

* * *

7. „განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს”. – ჯაკომო ლეოპარდი

* * *

8. „ის კაცი, ვერასოდეს მიაღწევს ბედნიერებას, ვინც არ განიმსჭვალება საკუთარი თავის პატივისცემით”. – ჟან-ჟაკ რუსო

* * *

9. „ქვეყნად ძალიან ცოტა რამ არის ისეთი, რის შესახებაც ნამდვილად რაღაც ვიცით. უმეტესწილად მხოლოდ გვეჩვენება, რომ ვიცით”. – ჰარუკი მურაკამი

* * *

10. „მართლაცდა, სჯობს სიცოცხლეს გამოესალმო, ვიდრე ცოცხლობდე და არაფერსაც არ გრძნობდე!” – ჟან-ჟაკ რუსო – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>