ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”

ადოლფ ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის მიზანთროპმა წვერმა, ნაცისტური გერმანიის საიმპერიო ავიაციის სამინისტროს რაიხმინისტრმა – ჰერმან ვილჰელმ გერინგმა (1893-1946 წლები), არა მხოლოდ ისტორიაში დატოვა თავისი კვალი, არამედ მსოფლიო მედიცინაშიც. თუმცა, პირველისაგან განსხვავებით, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში გერინგმა გაცილებით უკეთესი სახელი დაიგდო. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანიის ხელისუფლებას მოკავშირეების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო ჯერ ძალიან გაუჭირდა ოპიუმის აზიიდან შემოტანა, შემდეგ კი იძულებული გახდა საერთოდაც შეწყვიტა მისი შეტანა გერმანიის კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. ოპიუმისაგან დამზადებულ ჰეროინს, როგორც საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, მრავალი ქვეყანა გამოიყენებდა ფარმაცევტიკაში. ამავე მიზნით ეს ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ვერმახტის არმიაში. მას შემდეგ, რაც გერმანიას ყველა გზა გადაეკეტა ოპიუმის ქვეყანაში შეტანისა, გერინგმა ფარმაცევტულ კომპანიებს უბრძანა დაემზადებინათ ისეთი სახის სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც გერმანული ჯარების სამედიცინო დანაყოფებში ჩაანაცვლებდა ჰეროინს და პაციენტებს იმავე ჰეროინისაგან განსხვავებით, მასზე დამოკიდებულს არ გახდიდა. გერინგის ბრძანება მეცნიერებმა უმოკლეს ვადებში შეასრულეს: მათ შექმნეს სრულიად ახალი სახის სინთეტიკური ნარკოტიკი ოპიოიდების ჯგუფიდან, რომლის სახელდოდება გახლავთ – „მეტადონი”. შესაბამისად, „მეტადონის” გამოგონება სრულიად არის დაკავშირებული ნაცისტური გერმანიის საიმპერიო ავიაციის სამინისტროს რაიხმინისტრის – ჰერმან ვილჰელმ გერინგის სახელთან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>