მუხა – „ეპიზოდი”
1703 წელს რუსეთის რეფორმატორმა იმპერატორმა – პეტრე I დიდმა წიფლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი სახეობის უნიკალური მცენარის – მუხის შესახებ გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული მცენარის დაცვას საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ბუნების დაცვის სურვილისა, აღნიშნული განკარგულების გამოცემას ხელი სხვა, ფრიად მნიშვნელოვანმა გარემოებამაც შეუწყო: ფლოტის მშენებლობაში ჩაფლულ იმპერატორს სპეციალისტებმა აუხსნეს, რომ მუხის ფიცარი გემთმშენებლობისათვის ყველაზე გამოსადეგი მასალა იყო. სულ მალე პეტრეს მიერ გამოცემული განკარგულება – იმპერატორის ბრძანებულებად იქცა: რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე კანონის ძალით აიკრძალა მუხის თვითნებური ჭრა. ერთადერთი, რის გამოც მუხის მოჭრაზე ნებართვა გაიცემოდა, მისი გემთმშენებლობისათვის გამოყენება იყო. პეტრე დიდის კანონის დამრღვევებს მკაცრი სასჯელი ემუქრებოდათ. ნიშანდობლივია ისიც, რომ პეტრეს მმართველობის ჟამს სხვადასხვა სახეობის მცენარეებს შორის ყველაზე განსაკუთრებულად მაინც – მუხა გახლდათ დაცული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ურთხელის, არყისა და სხვა სახეობის მცენარეების უნებართვო ჭრა დიდი ჯარიმით, ან კატორღით ისჯებოდა, და ეს მაშინ, როდესაც – მუხის უნებართვო მოჭრა დამნაშავეს მხოლოდ და მხოლოდ – სიკვდილით დასჯას უქადდა. – (ავტორი გენია.ჯი)