ლუი პასტერი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგისა და ქიმიკოსის – ლუი პასტერის (1822-1895 წლები) ბიოგრაფთა ცნობებით ირკვევა, რომ ფრანშ-კონტეს ისტორიულ რეგიონში დაბადებული დიდი მეცნიერი თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ ლუის განსაკუთრებით სძულდა გერმანელები. იგი ალემანებს ვერ პატიობდა არა მხოლოდ მისი სამშობლოს ოკუპაციას, არამედ იმ დამამცირებელ ქმედებასაც, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ შეგნებულად განახორციელა საფრანგეთის მიმართ: პრუსიის მეფის – ვილჰელმ I-ის საზეიმო კორონაცია, როგორც გაერთიანებული გერმანიის პირველი იმპერატორისა, განხორციელდა გერმანელთა მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, კერძოდ კი, ქვეყნის დედაქალაქ პარიზში განთავსებული ფრანგი მეფეების სამეფო რეზიდენციაში – ვერსალში. ლუი პასტერის სიძულვილი იმდენად დიდი იყო გერმანელთა მიმართ, რომ გერმანულ ენაზე გამოცემულ ყველა იმ წიგნსა თუ ბროშურას, რომლებიც მასთან ბინაზე იგზავნებოდა ფოსტის მეშვეობით, მეცნიერი ზიზღის ნიშნად, მხოლოდ ორი თითით იღებდა ხელში, რის შემდგომაც უწმაწური სიტყვების თანხლებით ისროდა ხოლმე მათ ოთახის ამა თუ იმ კუთხეში. – (ავტორი გენია.ჯი)